ქართული პროდუქციის ექსპორტის განვითარებას ქართული ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ `ჯი-ეი-ენს" ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს როგორც კერძო სექტორმა, ასევე სახელმწიფომაც, რადგან ქართული კომპანიებისთვის დამოუკიდებლად ახალი ბაზრების ათვისება მარტივი არ არის.
ამ მიზნით, კი ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია ახალი ინიციატივების შეთავაზება საწარმოებისთვის და ასევე სემინარებისა და სხვა შეხვედრების საშულებით ინფორმაციის მიწოდება მათთვის, სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე არსებული ვითარების შესახებ.
ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოში და ექსპორტის განვითარებას გარკვეული დროს სჭირდება, რათა ქართული პროდუქციის ხარისხი განვითარდეს და უცხოური ბაზრების სტანდარტებს მიუახლოვდეს.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 1 359 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 339 მლნ აშშ დოლარია.