ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. სებ-მა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3992 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3999 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7099 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6999 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.