ბრაზილიის პრეზიდენტს შესაძლოა საპრეზიდენტო იმუნიტეტი მოუხსნან. დილმა როუსეფის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე კიდევ ერთხელ აღიძრა. მოქმედ პრეზიდენტს ბრალდების მხარე თაღლითობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად სანავთობო გიგანტ Petrobras-ის ხელმძღვანელობისგან მიღებულ სოლიდურ თანხებს. როუსეფი ბრალდებას დღემდე კატეგორიულად უარყოფს.