ევროპიდან 400 ათასამდე ლტოლვილის გაძევება იგეგმება. ამის შესახებ გაზეთი “თაიმსი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ტერიტორიის დატოვება ნიგერიდან და ერითრეიდან ემიგრირებულ კონტინგენტს მოუწევს, რომლებმაც თავშესაფარზე უარი მიიღეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების უკან მიღებაზე უარს იტყვიან, მათ მკაცრი სანქციები ელით.