პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის დეტალური განხილვა დაიწყო. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილავენ.
პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები შეადგენს 8 მილიარდ 225 მილიონ ლარს, რაც თითქმის ნახევარი მილიონით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ გეგმიურ მაჩვენებელს.
ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 3 %-იანი ზრდის მაჩვენებელზე, ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3 %-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებულია ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლების ფარგლებში და ის, დაახლოებით, 4-4,5 პროცენტი იქნება.
ბიუჯეტის 2016 წლის, პროქტის მიხედვით, მთავრობა ძირითად პრიორიტეტებად კვლავაც სოციალური სფეროსა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ტოვებს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 8 მილიარდ 225 მილიონი ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 მილიარდ 920 მილიონი ლარი იქნება, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები 9 მილიარდ 110 მილიონ ლარს, გრანტები 130 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 680 მილიონ ლარს შეადგენს.