უკრაინელი ჟურნალისტები საქართველოში. პრეს- ტური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. უკრაინული მე-5 არხის წარმომადგენლების გარდა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს რუსეთიდანაც უმასპინძლა. მედისაშუალებების წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, ყაზბეგს სიღნაღს, წინანდალს, ყვარელს, ბორჯომს, საირმეს, წყალტუბოს, მესტიას, უშგულს, ანაკლიას და ბათუმს ესტუმრნენ. ჟურნალისტები ზემო აჭარის ტურისტულ მიმართულებებსაც გაეცნენ. ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ.