საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ რთველი 2015 წარმატებულია. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ქარხნებს უკვე ჩაბარებული აქვთ 100 ათას ტონაზე მეტი ღურძენი.
"მესამე წელია წარმატებულ წელს ვატარებთ საქართველოში. ბარაქიანი რთველი გვქონდა. სახელმწიფო ჩაიბარებს ყურძნის ჭარბ რაოდენობას, რასაც კერძო სექტორი ან არ, ან ვერ ჩაიბარებს. თეთრზე 60 თეთრი, 85 თეთრი საფერავზე. ეს მინიმალური ზღვარია რასაც სახელმწიფო გადაიხდის. მთავარი მიზანი იყო, რომ გლეხს მიეღო 100%-იანი მოგება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.