რუსეთი სირიაში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დღეს პირველად დაბომბეს. საჰაერო დარტყმები ჯიჰადისტთა სატრანსპორტო საშუალებებზე, კავშირგაბმულობის ობიექტებზე, მძიმე ჯავშანტექნიკაზე, საწვავისა და იარაღის საწყობებზე განხორციელდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. რუსეთი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ფედერაციის საბჭომ პუტინს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ძალის გამოყენების უფლება მისცა.