რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო ძალის გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა განაცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ქვეყანაში სურს პუტინს სამხედრო ძალის გამოყენება.
2 დღის წინ გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის სამხედრო ოპერაციებში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს.