უკრაინის მოსახლეობის 60 პროცენტი მხარს ნატოში გაწევრიანებას უჭერს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც ცვლილებებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ცვლილებები პირველ რიგში უკრაინელთა ცნობიერებაში მოხდა. თუ 2 წლის წინ ნატოში გაწევრიანებას მხარს უკრაინელთა 16 პროცენტი უჭერდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 50 პროცენტამდე გაიზარდა, წელს კი ალიანსში გაწევრიანება მოსახლეობის 60 პროცენტს სურს,“-აღნიშნა პოროშენკოს.