სირიაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა ისლამური სახელმწიფოს სამიზნე გახდეს. ამის შესახებ ამერიკის სახელწიფო მდივანმა განაცხადა.
ჯონ ქერის თქმით, ასადის შიიტური რეჟიმის მხარდაჭერა სუნიტ ჯიჰადისტებს პუტინის წინააღმდეგ განაწყობს, რაც კრემლის ლიდერს საფრთხეს შეუქმნის.
რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ღიად განაცხადა, რომ მხარს სირიის მოქმედ რეჟიმს უჭერს.