სომხეთი მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების დასაცავად ყველა ზომას იხმარს. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა სერჟ სარგსიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი პროვოკაციებს განაგრძობს და მინსკის ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების მოთხოვნებს არ შეასრულებს, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება- აგრესიის შესაჩერებლად იძულებულნი გავხდებით სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯები გადავდგათ,“-აღნიშნა სარგსიანმა.