ევროკავშირი უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
„არ აქვს მნიშვნელობა, მზად არის თუ არა ევროპა უკრაინის მისაღებად. მთავარი ისაა, რომ ევროკავშირი უკრაინის გარეშე უბრალოდ, ვერ იარსებებს. დემოკრატიული უკრაინა ერთიანი ევროპის ნაწილი უნდა გახდეს,“-აღნიშნა პოროშენკომ.