საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქართველი პოლიციელების ყოველდღიური მოღვაწეობა ეს არის "გამარჯვება იმაზე, რაც ყველას დაუმარცხებლად მიაჩნდა".
"რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად ეს არის ის, რასაც არავინ მოელოდა, რაც ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობა არის გამარჯვება წარსულის ბოროტ ძალებზე, გამარჯვება ყველანაირ ცრურწმენასა და სტერეოტიპზე, გამარჯვება იმაზე რაც ყველას დაუმარცხებლად მიაჩნდა. ეს არის უკანონობის, კრიმინალის, საზოგადოების ცალკეული წარმომადგნლების ჩაგვრის დადასრული, რაც ყველას მოურჩენელ სენად წარმოედგინა", _ მიმართა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციელებს დღეს, შს სამინისტროსთან მიმდინარე აღლუმის ჩაბარების შემდეგ.
ქვეყნის პირველმა პირმა სამართალდამცველებს გიორგობის დღესასწაულიც მიულოცა და განმარტა, რომ "თუ რამე მფარველობს ჩვენს ქვეყანას, თუ რაიმე ძალა იცავს ჩვენს პოლიციას ეს სწორედ წმინდა გიორგია".
"წმინდა გიორგი განასახიერებს სიკეთის ბრძოლას ბოროტებასთან, სიკეთის შეუპოვრობას ბოროტებასთან, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე", - განმარტა სააკაშვილმა.