ვარკეთილში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინიგზის ლიანდაგი გადაკეტეს, რომელზეც მატარებელი მოძრაობდა. ამის გამო, სპეცდანიშნულების რაზმმა მიიღო მატარებლის გაცილების გადაწყვეტილება.
სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეების სარკინიგზო ლიანდაგიდან გადაყვანას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ, ვარკეთილში მიმდინარე ოპოზიციის მიტინგზე აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები არიან როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები ისე პოლიციის თანამშრომლები.
ამ ეტაპზე, ქვების სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებების სიმძიმის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
შს სამინისტროსთან მიმდინარე აღლუმის საპროტესტოდ ვარკეთილში (ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე) ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ერთ-ერთ სამართალდამცველს წითელი საღებავი შეასხა, რამაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ინციდენტში ლევან გაჩეჩილაძის ჩარევის შემდეგ კი ამ უკანასკნელს პოლიციელის მხრიდან ფეხი მოხვდა.