ვარკეთილში პოლიციელთა დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.
ამ წუთებში ოპოზიციის ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა კიდევ რამდენიმე ათეული ჯგუფი მივიდა. ისინი უსაფრთხოების მიზნით ახალ კორდონებს ქმნიან.
როგორც ცნობილია, შს სამინისტროსთან მიმდინარე აღლუმის საპროტესტოდ ვარკეთილში (ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე) ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მიტინგზე ცოტა ხნის წინ ინციდენტიც მოხდა.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ერთ-ერთ სამართალდამცველს წითელი საღებავი შეასხა, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია. ინციდენტში ლევან გაჩეჩილაძის ჩარევის შემდეგ კი ამ უკანასკნელს პოლიციელის მხრიდან ფეხი მოხვდა. ადგილი ჰქონდა ერთმანეთის მიმართულებით ქვების სროლასაც.