პირველი და ექსკლუზიური პარტნიორი Europt-bet.com  „პოკერ რუმში“ უმასპინძლებს მონაწილეებს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან!
 
*** თბილისში,  Europt-bet.com - ის „პოკერ რუმში“, 1 ნოემბრიდან  სტარტს აიღებს პოკერის პრესტიჟული ტურნირი,  World Poker Tour National Georgia ,  რომლის  გარანტირებული საპრიზო ფონდი იქნება 200 000$,  ხოლო მონაწილეობის საფასური 1000 $. ფინალური თამაში გაიმართება 9 ნოემბერს.
***შეგახსენებთ, რომ World Poker Tour - სა („პოკერის მსოფლიო ტურსა“)  და  Europe-Bet.com-ს შორის შეთანხმება შედგა  2015 წლის 12 თებერვალს.  ხელშეკრულების თანახმად, World Poker Tour  აწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში Europe-Bet.com-ს  ექსკლუზიური გამოყენების უფლებით. ამის შედეგად, Europe-bet.com-მა 2015 წლის აპრილში უკვე უმასპინძლა WPT-ს პირველ ძირითად ეროვნულ ტურს, World Poker Tour-ის სატელევიზიო შოუს ტრანსლაციისა და რეკლამირების უფლებით.
***WPT-ს მიმდინარე ტურნირი პოკერის მოყვარულთა საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ ნოემბერშიც  ბევრი უცხოელი მონაწილე ესტუმრება საქართველოს. ეს მოვლენა მნიშვნელოვანად უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. WPT-ს ოფიციალური პარტნიორი Europe-Bet უცხოელი მონაწილეებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამზადებს, რაც  შთამბეჭდავი გამოცდილებაა მათთვის, ვინც WPT-ს ასეთ ღონისძიებებზე მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში.
*** World Poker Tour-ს  ექსკლუზიურ პარტნიორთან  Europe-Bet - თან ერთად კიდევ დაგეგმილი აქვს მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟული ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარება მომავალში.
 
*“ევროპა-ბეთის“ შესახებ
Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს  და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი,  Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა  დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც  50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა.
 
**“Betsson Group“ -ის  შესახებ
„Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე,  აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში.