გაყიდვების პირველი სამი დღის განმავლობაში, Apple-მ iPhone 6S და iPhone 6S Plus-ის რეკორდული რაოდენობა - 13 მილიონი ცალის რეალიზაცია მოახდინა.
ეს iPhone-ის იტორიაში ე.წ. „პირველი უიკენდის“ აბსოლუტური რეკორდია.
ერთი წლის წინ iPhone 6 პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში 10 მილიონი ცალი გაიყიდა.
Apple-ს ხელმძღვანელმა ახალი მოდელის გაყიდვას ფენომენალური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ iPhone 6S და iPhone 6S Plus-ის მფლობელებს სმარტფონის ახალი ფუნქციები მოეწონათ.