ქვეყნის წარმატება - წარუმატებლობაზე პასუხისმგებლი პირველ რიგში პრემიერ-მინისტრია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ,,იმედთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი უნდა იყოს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკის შიგნით და თუ რამეს არ ეთანხმება, ვალდებულია თავი შეიკავოს ზედმეტი აქტივობებისგან.
"პრეზიდენტს აკისრია მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ მიმდინარე საქმეებზე – წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით. პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა იყოს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკის შიგნით და არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ დღეს ასე არ არის. თუ პრეზიდენტი ამას არ ეთანხმება, ვალდებული და იძულებულია, თავი შეიკავოს ზედმეტი აქტივობებისგან, რადგან მას არ შეუძლია, შეასრულოს გარეთ აღებული ვალდებულებები. მაგალითად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება აქვს პრეზიდენტს, მაგრამ თუ იმ ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებას მთავრობა არ ეთანხმება, ის ხელშეკრულება ვერ შესრულდება და ქვეყანა დაზარალდება."- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.