"მოძრაობა დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართველ პოლიციელებს მოუწოდებს, 6 მაისს დაგეგმილ პოლიციის აღლუმში მონაწილეობა არ მიიღონ.
"პოლიცია უნდა იყოს ნეიტრალური და არ უნდა გადაიქცნენ "ვანოს პოლიციელებად", ამიტომ მოვუწოდებ ქართველ სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა და უარი თქვან პოლიციის აღლუმში მონაწილეობაზე", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლებას ამ აღლუმის ჩატარებით გიორგობის დღესასწაულის გადაფარვა სურს.
ბურჯანაძემ მუხროვანის ამბოხიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ერთი წლის შემდეგ მუხროვანის ამბოხი კვლავ იდუმალებითაა მოცული და არ არსებოს არც ერთი მტკიცებულება, რომ ეს ამბოხი ნამდვილად გარე ძალების მიერ იყო დაგეგმილი.
"მტკიცებულებების არარსებობის გამო, გვიჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ეს ამბოხი ხელისუფლების მხრიდან იყო პროვოცირებული", - აღნიშნა ბურჯანაძემ.