"მოძრაობა დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიციას ხელისუფლებაზე არანაკლებ სერიოზული შეცდომები მოსდიოდა, რის გამოც ვერ მოხდა საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება. ამის შესახებ ბურჯანაძემ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის 2009 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"ამ ქვეყნის პრობლემაა ის, რომ არანაკლებ პრობლემურია ოპოზიციაც, როგორც ხელისუფლება, რომელსაც სერიოზული შეცდომები მოსდის. ამის გამო, ვერ ხერხრდება საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება. აუცილებელია, ისეთი კვალიფიციური ექსპერტების აზრი, როგორიც ექსპერტთა კლუბში არიან, პოლიტიკურმა ძალებმა გაითავლისწინონ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნები დამუშავდეს, რომ ხელისუფლებას, რომელიც შემდგომ მოვა ქვეყნის სათავეში, მზა გეგმის სახით ჰქონდეს და თავიდან არ დაიწყოს მასზე სჯელობა, რაც დროის უქმად ხარჯვას ნიშნავს.
ბურჯანაძის გამოსვლას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს კონკურენტი არ ჰყავს იმ მხრივ, რომ მას ორივე მოედანზე, ოპოზიციის და ხელისუფლების მხარეს უთამაშია.
"ეს თამაში კი, როგორც ჩანს, ნიშნავს ორივე ბანაკში შეცდომების დაშვებას", _ გნაცხადა მან.