ლარი დღესაც გამყარდა. ოფიციალური ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა და 1 აშშ დოლარის ღირებულებად 2.3882 ლარი განისაზღვრა.
გუშინ კი 1 ამერიკულ დოლარი 2.4075 ლარი იყო, რასაც წინ უძღვოდა ლარის ერთ დღეში 4 თეთრით გამყარება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6827 ლარად იქნება შესაძლებელი.
ახალი მონაცემები კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ხვალიდან აისახება.