რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტო "იკაოსგან" არავითარი მოთხოვნა არ მიუღია რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებული ფრენების შესახებ. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
"არავითარი ოფიციალური მიმართვა "იკაოსგან" არ მიგვიღია. რუსული ავიაკომპანიები ჯერჯერობით აფხაზეთში ფრენებს არ ახორციელებენ", _ იუწყება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.