2016 წელს საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დარჩება, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმავალი წლის პარამატრები დაგეგმილია ეკონომიკის 3 პროცენტიან ზრდასა და 4 -4,5 პროცენტიან ინფლაციაზე.
"მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგ პარამეტრებზე - ეს არის 3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, 3 პროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4,5 პროცენტიანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მომავალ წელს საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
„მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იქნება დაახლოებით 8,5 მილიარდი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი დააახლოებით კი 10 მილიარდი ლარი (9,9 მლრდ ლარი)", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრის განცხადებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი იქნება.