საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. დღევანდელი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
"2015 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 26 960 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4083 შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს მნიშვნელოვნად გამყარდა. ეროვნულიბანკის მიერ გამოქვეყნებული დღევანდელი მონაცემებით, ლარი 4 თეთრით გამყარდა.
ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4086 ლარია. გუშინ კი, ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი 2.4499 ლარი იყო.
ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალიდან 2.6880 ლარი ეღირება, გუშინ კი 1 ევრო 2.7632 ლარი იყო.