საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს მნიშვნელოვნად გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული მონაცემებით, ლარი 4 თეთრით გამყარდა.
ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4086 ლარია. გუშინ კი, ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარი 2.4499 ლარი იყო.
ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალიდან 2.6880 ლარი ეღირება, გუშინ კი 1 ევრო 2.7632 ლარი იყო.