გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ვაზი გაჩეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2” ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება მევენახე გელა გრიშენკომ მას შემდეგ მიიღო, რაც ყურძნის ჩასაბარებლად ქარხანასთან რიგში რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი დაპირებული 70 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გადაუხადეს, როგორც მევენახემ რუსთავი2-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, მან 10 რიგი ვაზი (0,25 ჰექტარი) გაჩეხა. მევენახე ამბობს, რომ ვაზის გაჩეხვის პროცესს გააგრძელებს.
"ჩამოვიდეს მინისტრი და შეხედოს ეს ყურძენი 60 თეთრიანია? სად არის ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ყურძენი 1 ლარი ეღირებოდა?" - აცხადებს მევენახე
მისივე თქმით, ქარხანა ჩაბარებულ ყურძენში 1800 ლარს გადაუხდის, ეს თანხა კი გაწეული ხარჯების დაფარვასაც არ ეყოფა. გრიშენკოს განცხადებით, ბანკიდან სესხი აქვს გამოტანილი, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებს.