23, 24 სექტემბერს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსის, ბატონი დირკ შათშნაიდერის ხელმძღვანელობით ორმხრივი სამთავრობო მოლაპარაკებების მიზნით თბილისს ეწვევა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოსში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, სამთავრობო მოლაპარაკებებისას, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, განიხილება განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და დგინდება ახალიფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც გრანტებისა და სესხის სახით გამოიყოფა.
2015-2017 წლებისთვის გერმანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის სავარაუდოდ გაითვალისწინებს დაახლოებით 150 მილიონ ევროს განვითარების პოლიტიკის შემდეგი მიმართულებებისთვის: მდგრადიეკონომიკური განვითარება, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა და ასევე დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარება.
განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიამ 1992 წლიდან საქართველოს 700 მილიონზე მეტი ევრო გამოუყო. ამით გერმანია საქართველოს დონორთა სიაში მეორე ადგილზეა.აღნიშნული დახმარება გამოიყოფა გერმანიის ფედერალური მთავრობის კავკასიის ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და გერმანიის საერთაშორისოთანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ. წელს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ენერგოუსაფრთოებას, ნარჩენების მართვასა და ბიომრავალფეროვნების დაცვას