2015 წლის ბალტიის ბიზნეს ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო სესია სახელწოდებით „საქართველო: პატარა ქვეყანა - დიდი შესაძლებლობები“ ჩატარდა
ბალტიის ბიზნეს ფორუმის გახსნით სესიაზე ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი საპატიო სტურმის სტატუსით სიტყვით გამოვიდა.
2015 წლის საერთაშორისო ბალტიის ბიზნეს ფორუმზე, რომელიც 21-23 სექტემბერს პოლონეთის წალაქ სვინოუშჩეში იმართება, საქართველო საპატიო სტრუმრის სტატუსით არის წარმომადგენელი და მას ცალკე საინვესტიციო სესია დაეთმო.
ასევე ღონიშზიების გახსნით პანელზე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელიმა გიორგი პერტაიამ მიიღო მონაწილეობა.
გახსნითი პანელის თემას წარმოადგენდა„ ABB - ადრიატიკის, ბალტიისპირეთის და შავი ზღვის ინტეგრაცია, რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივები“ და მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს რეგიონის ქვეყნების მაღალი რანგის პოლტიკიკოსებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა, მათ შორის ასევე პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნევსკიმ.
გიორგი პერტაიამ თავის სიტყვაში საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ქვეყანაში არსებულ სიახლეებზე, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან და ევროკავშირთან ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა საქართველოს საინვესტიციო სესია სახელწოდებით „საქართველო: პატარა ქვეყანა - დიდი შესაძლებლობები“ , რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს, როგორც საინვესტიციო ადგილმდებარეობას, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო სექტორებსა და პროექტებს და ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პანელში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიირეს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა.
ბალტიის ბიზნეს-ფორუმი არის საერთაშორისო ეკონომიკური ღონისძიება, რომელიც 2009 წლიდან ტარდება და დებატებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში აერთიანებს დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთ ევროპაში როგორც ბიზნესის, ისე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.