ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2 ლარი და 44 თეთრია. განსხვავებულია მაჩვენებელი კომერციული ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე. ექსპერტების განმარტებით, ლარის კურსის ვარდნა მოსალოდნელი აღარ არის. არსებული კრიზისის დაძლევის გზას ისინი სწორი მაკრო-ეკონომიკური ღონისძიებების გატარებაში ხედავენ.