მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც `ჯი-ეიჩ-ენს~ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, კომპანია `ენერგო-პრო ჯორჯია~ უკვე ასრულებს მისაქციელში ქსელის სარეაბილიტაციო სამUშოებს, რის შემდეგაც უშუალოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი დაიწყება.
მისაქციელში გამრიცხველიანების შედეგად თანამედროვე ტიპის მრიცხველები 800-მდე აბონენტს დაუმონტაჟდება. პროექტის ღირებულება 240 000 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს კიდევ 30 სოფელსა და ქალაქში.
2010 წლის 1 ივლისამდე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში სულ 60 669 აბონენტი გამრიცხველიანდება. ამ დროისთვის `ენერგო-პრო ჯორჯიას~ 350 000 აბონენტი ყჰავს გამრიცხველიანებული.
მისაქციელში მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა.