საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა, 2015 წლის 8 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,19-ჯერ შემცირდა.
განსაკუთრებით შემცირებულია მსუბუქი ავტომანქანების ექსპორტი.
სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აზებაიჯანში ექსპორტირებულია 2 844 მსუბუქი ავტომანქანა - ფასით 51 მლნ. 237,8 ათასი დოლარი. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 946 ავტომობილით, ანუ 4,85-ჯერ ნაკლებია.
საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომანქანების ღირებულებით მისაღები შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.55-ჯერ შემცირდა.