საქართველოს ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ახალი მონაცემები დღეს გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების თანახმად 1 ამერიკული დოლარი 22 სექტემბრიდან 2.4499 ლარი გახდება, რაც პარასკევის მონაცემებთან 0.0008 ლარიან სხვაობას წარმოადგენს.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ბანკის მონაცმებეით 1 ევრო 2.7632 ლარია. წინა მონაცემთან შედარებით სხვაობა 0.0369 ლარია.
განახლებული კურსი ჯერ არ ასახულა კომერციული ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების მონაცემებზე.