ძალიან მოულოდნელად დაიწყო ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი. წინა ოთხთა ფინალის მონაწილეებიდან მხოლოდ უნგრეთის ვესპრემმა მიაღწია ფრეს,  ხოლო ბარსელონა, კილი და კელცე დამარცხდნენ.
 
 მოქმედი ჩემპიონი ბარსელონა გერმანიაში დამარცხდა ლიოვენთან - 21-22 და 
 არც ბარსას ყოფილ ლიდერს, ნიკოლა კარაბატიჩს ჰქონია კარგი დღე - მისი ახალი 
 გუნდი, პარი სენ ჟერმენი, ლიგის 2014 წლის  გამარჯვებულთან, ფლენზბურგთან 
 განადგურდა - 32-39. კარაბატიჩმა და მიქელ ჰანსენმა ჯამში 16 გოლი 
 გაიტანეს, მაგრამ ბევრად უკეთესები იყვნენ დანიელი ანდერს ეგერტი (13) და 
 შარშანდელი ოთხთა ფინალის გმირი, ჰოლგერ გლანდორფი (9).
 
 გერმანიის კილმა უშანსოდ წააგო ზაგრებში - 22-29, ხოლო პოლონეთის კელცე 
 30-31 დამარცხდა უნგრეთის სეგედთან. სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ფრანგული 
 მონპელიეს საშინაო მარცხი  სკოპიეს ვარდართან, 25-30. მაკედონიურ კლუბში 
 საუკეთესო იყო ესპანეთის ნაკრების მარჯვენა შუამარბი ხორხე მაკედა - 6 
 გოლი.
 
 ლიგის ერთადერთი ქართველი მონაწილის, სერგო დათუკაშვილის ვოივოდინამ 
 ბელარუსის მეშკოვ-ბრესტთან წააგო - 22-24, დათუკაშვილს არ უთამაშია.