მორიგი თავდასხმა პაკისტანში. პეშავარში თალიბები თავს სამხედრო ბაზას დაესხნენ, რასაც 29 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.
შემთხვევის ადგილზე სწრაფი რეაგირების ბატალიონი გაიგზავნა. შეტაკებისას 16 თალიბი დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანის რადიკალურმა დაჯგუფებამ უკვე აიღო.