რუსეთი პოლონეთს „მეტად სერიოზული შედეგებით“ მას მერე დაემუქრა, რაც პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა გენერლის ძეგლის დემონტაჟი დაიწყეს.
გენერალი ივან ჩერნიახოვსკი პოლონეთში, 1945 წელს, სოფელ პიენიეზნოში დაიჭრა და დაიღუპა. იგი რუსეთში ეროვნული გმირია, ხოლო პოლონეთში - ქვეყნისთვის კომუნისტურ სისტემის თავზე მოხვევის სიმბოლო.
რუსეთის საელჩომ ვარშავაში გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა პოლონეთი, რომ ასეთი მონუმენტების აღება, არ შეიძლება დარჩეს „მეტად სერიოზული შედეგების“ გარეშე.