18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებმაც წარმოადგინეს ორივე ობიექტის განვითარების გეგმები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.
შეხვედრაზე განხილული იყო ბათუმის ნავთობტერმინალსა და ნავსადგურთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. აღინიშნა, რომნავთობტერმინალსადა ბათუმის ნავსადგურში ინვესტორმა კომპანიამ თანამშრომლებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 12–15 პროცენტით გაუზარდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განვითარების შესაძლებლობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.