ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 15-26 სექტემბერს საქართველოში ჩინელი ჟურნალისტებისთვის პრეს ტური იმართება. ტურში მედიის 28 წარმომადგენელი მონაწილეობს და ძირითადი აქცენტი ღვინისა და კულტურულ ტურიზმზე კეთდება. საქართველოში ვიზიტის დროს ტურის მონაწილეები ეწვევიან თბილისს, გორს, სიღნაღს- მათ შორის მეღვინეობა ,,ხარებას“ ტურისტულ კომპლექსს , წინანდალს, ყვარელს, ბათუმს, გონიოს, სარფს, დმანისს და ასევე მოინახულებენ თბილისისა და მცხეთის ისტორიულ უბნებს.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ახადებენ, მსგავს პრეს ტურებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით და ჟურნალისტებისა და ფოტო-რეპორტიორების საშუალებით ჩინელი მოსახლეობისთვის საქართველოს ისტორიულ- კულტურული ღირებულებების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს გაცნობა ეფექტური საშუალება იქნება ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციის, საქართველოში ჩინელი ტურისტების მოზიდვის და ჩინეთში ქართული ღვინის მოხმარების გაზრდისთვის.