საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ამ ზამთარს ლარის კურსი 2,50-ის ფარგლებს არ გასცდა, დიდი მიღწევა იქნება. ამის შესახებ მან ,,კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა.
,,თუ რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მოხდა, ზამთარში კურსის ამ ნიშნულზე შენარჩუნება გაძნელდება. როცა ენერგომატარებლებზე მოთხოვნა იზრდება, მაშინ იზრდება ხოლმე მოთხოვნა ვალუტაზეც. ზამთრის პერიოდში თუ კურსი იგივე დარჩა, ეს დიდი მიღწევა იქნება მთავრობის და მთელი ეკონომიკისთვის. იგივე 2,43 - 2,50-ის ფარგლებშიც თუ დარჩა, ეს მიღწევა იქნება. ყველა წინაპირობა ამისთვის არის”, - აცხადებს პაპაშვილი.