ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 18 სექტემბრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.4414 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.7634 ლარი ღირს.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0104 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0339 პუნქტით გაუფასურდა.
17 სექტემბრის, მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.4310 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.7295 ლარია.