საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სვანეთში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრი „ნენსკრაჰესის“ პროექტის დაწყების ღონისძიებას დაესწრო.
მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაური ჭუბერის მოსახლეობას ესაუბრა. ადგილობრივებმა პრემიერს მიწის ნაკვეთების დაკანონებაში დახმარება სთხოვეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჭუბერის მოსახლეობას განუცხადა, რომ დღესვე დაავალებს იუსტიციის მინისტრს გამოიყოს სამუშაო ჯგუფი აღნიშნული საკითხის შესასწავლად.