კოლუმბიის რესპუბლიკის ქ. მედელინში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველომ მეორე ვადით (2015-2019) მოიპოვა სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნაში ტურიზმის სტატისტიკის თანამედროვე მეთოდებით წარმოების კუთხით. ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საქართველოს გარდა წარდგენილი იყო ავსტრიისა და იტალიის კანდიდატურა. საბოლოო კენჭისყრის შედეგად მოხდა ავსტრიისა და საქართველოს შერჩევა. ხსენებულს წინ უძღვოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან ხანგრძლივი მუშაობა არჩევნებში მონაწილე ქვეყნებთან და საქართველოს მიღწევების წარმოჩება ამ კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო აგრეთვე შეირჩა სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგრიშების კომიტეტის შეხვედრის მასპინძელ ქვეყნად 2016 წლისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხსენებული კომიტეტის სხდომა ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შტაბ-ბინის (მადრიდი) გარეთ.