სასიამოვნო სიახლე Apple-ის პროდუქციის მოყვარულებისათვის. Lightning-კაბელის პრობლემა საყოველთაოდ ცნობილია. როგორც წესი კაბელი მალე ზიანდება და მისი შეძენა არც თუ ისე იაფია.
კომპანია Fuse Chicken-მა პრობლემა უკვე მოაგვარა და საკმაოდ წარმატებულადაც.
ოფიციალურად უკვე გაიმართა ”ცაკბეჩილი ვაშლის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარის Titan Lightning Cable-ს პრეზენტაცია, რომლის დაზიანებაც უკვე შეუძლებელია. კაბელი გარედან თხელი მეტალითაა დასული, რაც მის დაზიანებას გამორიცხავს.
Titan Lightning Cable გაყიდვაში 17 სექტემბრიდან ჩაეშვება და მისი ღირებულება 35 დოლარი იქნება.