საპარტნიორო ფონდს ესტუმრა კორეული კომპანია K Water-ის წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა, რათა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწროს. დელეგაციას კომპანიის პრეზიდენტი გაევონ ჩოი ხელმძღვანელობს. მხარეებმა ისაუბრეს ნენსკრას პროექტის დეტალებზე.
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი, K Water-თან ერთად სვანეთში აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს. მშენებლობას უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo ახორციელებს.