საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, საუბარი წარიმართა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის ღონისძიებებს,ასევე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროგრამებზე.