სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება წამახალისებელი აქციითა და საქველმოქმედო ღონისძიებით მიულოცა. სოციალურად დაუცველი ღონღაძეების მრავალშვილიანი ოჯახის 4 წევრი პირველად სკოლაში „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მიაცილა.
სასკოლო ნივთებით მათ მომარაგებაზე კი „სმარტმა“ იზრუნა, რადგან სუპერმარკეტების ქსელმა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ევროპული წარმოების საკანცელარიო ნივთების არჩევანი მნიშვნელოვნად გააფართოვა. „სმარტი“ ვაზისუბნის #157 სკოლის პირველკლასელებს ჯანსაღი სადილითაც გაუმასპინძლდა. შეგახსნებთ, რომ „ჯანსაღი არჩევანის“ პროექტის ფარგლებში „სმარტში“ ხელმისაწვდომი ჯანსაღი პროდუქტების არჩევანი დიდია, ჯანსაღი კვება კი ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელია.
„“სმარტის“ სახელით გვინდა თითოეულ მოსწავლეს და მშობელს მივულოცოთ სწავლის დაწყება. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რომ ნუცა, თათული, ნინო და მარიამ ღონღაძეებს სკოლაში პირველად მე მივაცილებ და მინდა მათ წარმატებული მომავალი ვუსურვო. განათლება ხომ ბედნიერი მომავლის განმსაზღვრელია. ღონღაძეების ოჯახი ვაზისუბნის „სმარტის“ მახლობლად ცხოვრობს და გვსურდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გაგველამაზებინა მათთვის“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
სწავლის დაწყების პირველ დღეებში „სმარტის“ ერთგული მომხმარებლის შვილებს საჩუქრად გადაეცემათ გაკვეთილების ცხრილი სასწავლო კვირის უკეთ დაგეგმვისთვის. საბურთალოზე, ვაკეში, რუსთაველსა და ვაზისუბანში მდებარე „სმარტის“ ყველაზე დიდ სუპერმარკეტებში კი მოსწავლეებს „სმარტის’ კორპორაციულ გმირთან - ციყვთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ.
„ვისოლ ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.