ჯიპისა და ფიატის ცენტრში განსაკუთრებული სიახლეა. 15 სექტემბერიდან, მომხმარებელს საშუალება აქვს იხილოს ჯიპის ბრენდის 3 ყველაზე გამორჩეული მოდელი: უსწრაფესი SUV Grand Cherokee SRT 475 ცხენის ძალით და წარმოუდგენელი აჩქარებით, JEEP Cherokee Limited - იდეალური ზომის, სრულიად ახალი დიზაინის ყველაზე კომფორტული ჯიპი, Wrangler Sahara თავისუფლების სიმბოლო განსაკუთრებული Off-Road შესაძლებლობებით და იტალიური ბრენდის ლეგენდარული მოდელის Fiat 500-ის უახლესი შთამომავალი - FIAT 500X, რომელმაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა.
ფიატისა და ჯიპის ცენტრი ახალ მოდელებს წარმოადგენს ავტოსალონში 15 სექტემბერს 13:00 საათზე.