ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ყველა პროექტი განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ელექტროენერგიის დეფიციტი ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება.
,,ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს წინაშეა. ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა წინ მიდის და ვითარდება, მაგრამ, მეორე მხრივ, წმინდა ენერგეტიკული თვალსაზრისით, ეს ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. ამიტომ ყველა ის პროექტი, რომელიც მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას შეეხება, უნდა განხორციელდეს. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ენერგეტიკულად აღარ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებზე. მეტიც, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შეგვეძლება საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა” - განაცხადა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა.