ლარი ისევ გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4052 ლარი გახდა. ხვალიდან, 12 სექტემბრიდან, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4052 ლარად იქნება შესაძლებელი.
დღეს მოქმედი კურსით 1 აშშ დოლარი 2.4014 ლარი ღირდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7097 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს მოქმედი კურსით 1 ევრო 2.6872 ლარი ღირდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0225 ლარი შეადგინა.