ბრიტანული easyJet-ი რუსეთიდან გადის. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია 2016 წლის 21 მარტის შემდეგ მოსკოვიდან ლონდონის მიმართულებით ავიარეისებს შეწყვეტს. ფრენების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად კი აღნიშნულ მარშრუტზე დაბალი მოთხოვნა სახელდება. რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო easyJet-მა რეისების რაოდენობაც შეამცირა, თუმცა არც ამან გაამართა და ამ ფონზე ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული ბაზრიდან easyJet-ის გასვლის შემდეგ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ლოუკოსტერი, უნგრული
Wizzair-ი დარჩება.